აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სამი ტყუპის დედას 3000 ლარს გადასცემს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამის ფარგლებში ჯანმრთელობის ცენტრ “მედინა”-ში დაბადებულ 3 ტყუპის ოჯახს 3 000 ლარს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, 12 მარტს, საკეისრო კვეთის შედეგად ქვეყანას – ანა, ანანო და ანეტა ომაროვები მოევლინნენ. ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
3 ტყუპის დედა 22 წლის სოფიკო თურმანიძე გახდა, მრავალშვილიანი დედა დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ მოინახულეს.
სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მას 3 000 ლარი გადაეცემა.

10632733_997247480304457_7302219889680727546_n

10390265_997247470304458_4059819268468475027_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები