ნოდარ ხადური ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის წარდგენას აანონსებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს შემოსავლებისა და ხარჯების ტენდენციის გათვალისწინებით წარადგენს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ველოდებით ინფორმაციას, თუ როგორი იქნება შემოსავლები და ხარჯების ტენდენცია. ამის კვალობაზე წარვადგენთ ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
რაც შეეხება დანაზოგის რაოდენობას, მინისტრის თქმით, ჯერჯერობით ამაზე საუბარი რთულია, რადგან საკითხი ყველა სამინისტროსა და მხარჯავი დაწესებულების მიხედვით უნდა გაიარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები