საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა შარშანდელთან შედარებით 9 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა შარშანდელთან შედარებით 9 პროცენტით შემცირდა.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, 2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1433 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ექსპორტი 324 მლნ. აშშ დოლარი იყო (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1109 მლნ. აშშ დოლარი (2 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-თებერვალში 786 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

Untitled

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები წელს, 23 მარტს გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები