ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. დღევანდელი მონაცემებით, ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 დოლარის შეძენა 2.1908 ლარად იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ 11 მარტს დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.1850 ლარი იყო. დღე-ღამის განმავლობაში კურსის ცვალებადობამ 0.0058 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები