ნოდარ ხადური: ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს ადგილი არ აქვს

ქვეყანაში შემცირებულია ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაგრამ არანაირ ეკონომიკურ კრიზისს ადგილი არ აქვს – ასე შეაფასა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
მისი თქმით, ქვეყანაში გაცვლით კურსთან დაკავშირებით პრობლემებია, მაგრამ ეს პრობლემები დროებითია.
“ქვეყანაში არავითარი ეკონომიკური კრიზისი არ არის. პრობლემებია გაცვლით კურსთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, რომ დროებითია”, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
როგორც ხადურმა საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის გახდება ცნობილი მონახაზი იმ ცვლილებებისა, რომლის განხორციელებაც სახელმწიფო ბიუჯეტში იგეგმება შემცირების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები