„ლარის დევალვაცია გამოწვეულია იმ გარე შოკით, რომელშიც საქართველოს ეკონომიკა ბოლო თვეებში აღმოჩნდა“

ლარის დევალვაცია, მნიშვნელოვანწილად, გამოწვეულია იმ გარე შოკით, რომელშიც საქართველოს ეკონომიკა ბოლო თვეებში აღმოჩნდა – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ორი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე სქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ის ხედვა წარადგინა, რომლის საშუალებითაც ეკონომიკაში არსებული პრობლემების მოგვარება იგეგმება.
“გასული წლის შემოდგომიდან ბევრი ეკონომიკური მაჩვენებელი, მათ შორის, ექსპორტის მაჩვენებელი, ფულადი გზავნილები არასახარბიელო მიმართულებით შეიცვალა. ტურიზმში იყო მცირეოდენი ცვლილებები, თუმცა არ ვიტყოდი, რომ ამან მატერიალური ეფექტები იქონია საგადასახდელო ბალანსის დღევანდელ მდგომარეობაზე”, – განაცხადა კვირკაშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდა და დღესდღეობით დაახლოებით 23%- იანი დევალვაცია გვაქვს დოლართან მიმართებაში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს დაახლოებით იგივე დონეზეა, როგორც არის თურქული ლირა, ასევე აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი, შუა აზაის რამდენიმე ვალუტა. მისივე თქმით, გაცილებით უფრო მაღალი გაუფასურება მოხდა რუსეთსა და უკრაინაში ცნობილი მოვლენების გამო.
“ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანწილად ეს დევალვაცია გამოწვეულია იმ გარე შოკით, რომელშიც ბოლო თვეებში საქართველოს ეკონომიკა აღმოჩნდა”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები