1 დოლარი 2 ლარი და 18 თეთრი ღირს
ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით კვლავ გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.18 ლარია. ხვალიდან 1 ევროს შეძენა 2.3098 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს მოქმედი კურსით მისი ღირებულება 2.3497 ლარს შეადგენდა.