ნოდარ ხადური: საქართველო იბრუნებს თავის საინვესტიციო მიმზიდველობას

საქართველო იბრუნებს თავის საინვესტიციო მიმზიდველობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, 2008 წლის შემდეგ საქართველოში პირველად 2014 წელს რეკორდული მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. “შარშან საქართველოში 1,272 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ, საქართველო იბრუნებს თავის საინვესტიციო მიმზიდველობას. ის, რომ ჩვენ გავაფორმეთ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება ევროკავშირთან, ის რომ გვაქვს კარგი სავაჭრო ურთიერთობები მეზობლებთან და ვცდილობთ ახალი ბაზრების ათვისებას, გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ინვესტიციები კიდევ გაიზრდება”, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები