ალეკო ელისაშვილი: მერიაში კომისია თავიდან უნდა დაკომპლექტდეს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დაპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილსის მერიის საკონკურსო შედეგების გაუქმებას ითხოვს.
მათი თქმით, კომისიაში ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, რაც კომისიის მუშაობის მიმართ უნდობლობას იწვევს. ამიტომ შემადგენლობა თავიდან უნდა დაკომპლექტდეს და გასაუბრების ნაწილს ვიდეოგადაღებაც უნდა დაემატოს.
„შევთანხმდით, რომ მერიასთან ერთად შეიქმნებოდა საკონკურსო კომისია, სადაც ოპოზიცია აუცილებლად იქნებოდა წარმოდგენილი. შემდეგ აღმოჩნდა, ეს კომისია ისე დაკომპლექტდა, რომ ოპოზიცია საერთოდ არ არის წარმოდგენილი. ეს იყო ძალიან აღმაშფოთებელი და ჩვენ მაშინ უნდობლობა გამოვთქვით ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და შედეგებიც სახეზეა. მე ვემხრობი, რომ არსებული შედეგები გაუქმდეს და თავიდან დაკომპლექტდეს კომისია. ასევე, გასაუბრების ნაწილზე, სასურველია, ვიდეოგადაღება მოხდეს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები