კახა კალაძე ენერგეტიკის სფეროში 600-მილიონიან ინვესტიციას ელოდება

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ის პროექტები ჩამოთვალა, საიდანაც მისი უწყება 600-მილიონიან ინვესტიციას ელოდება. კალაძეს მილიარდიანი ინვესტიციის მოლოდინი „აჭარისწყლის“, „კირნათისა“ და „ხელვაჩაურის“ ჰიდროელექტროსადგურებიდან აქვს. მისი თქმით, ამ პროექტებზე დაახლოებით 50-60 მილიონი დაიხარჯება.
„ასევე, „ტატა ჯგუფის“ პროექტებზე 100 მილიონი დაიხარჯება. ასევე „დარიალის“ ჰიდროელექტროსადგურთან მიმართებაშიც მინდა გაცნობოთ, რომ EBEARD-იმ 50- მილიონიანი დაფინასება გამოყო, წელს ეს ჰიდროელექტროსადგური დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში, რაც ჩვენი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები, ქვესადგურების რეაბილიტაცია, ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა – ეს ყველაფერი ერთიანობაში შეადგენს იმ თანხას, რაზეც ვსაუბრობდი“, – განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება „ხუდონჰესის“ მშენებლობას, ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან იქ პრობლემები ადგილობრივ მოსახლეობასთან არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები