დავით უსუფაშვილი რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი15:00 საათზე, თბილისში პარლამენტის სასახლეში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელდა.
“საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია: ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები”, -ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები