ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.18 ლარია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, 11 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1839 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.1741 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, 11 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.3497 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.3685 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0188 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები