აზიმ სადიკოვი: ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჯანსაღი პროცესია

ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჯანსაღი პროცესია, თუ გავითვალისწინებთ იმ შოკს, რომელსაც ქართული ეკონომიკა განიცდის. არსებული ეკონომიკური ვითარება არის საგარეო რყევების და არა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი. ლარის გაუფასურება იყო სწორი პოლიტიკის ნაწილი, – ლარის კურსის გაუფასურების შესახებ კავკასიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
აზიმ სადიკოვის თქმით, სავალუტო ფონდი მთავრობას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გააქტიურებული მუშაობისკენ და უცხოელებისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმება/გამარტივებისკენ მოუწოდებს.
„ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჯანსაღი პროცესია, თუ გავითვალისწინებთ იმ შოკს, რომელსაც ქართული ეკონომიკა განიცდის, ლარის კურსის, ასე ვთქვათ, გაშვება, სასურველი გადაწყვეტილებაც კი იყო. „მცურავი“ კურსის არსებობის გათვალისწინებით, ის, რაც მოხდა, მთავრობის მხრიდან სწორი პოლიტიკა იყო, რადგან პირველი, ლარის კურსს თუ არ „გაუშვებდნენ“, ეს საქართველოს რეზერვების ფასად დაუჯდებოდა, რაც ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს, როდესაც ასეთ მასშტაბურ და ხანგრძლივ შოკს განიცდის და მეორე, თუ ლარი გაძვირდებოდა, ქვეყანაში წარმოება გაძვირდებოდა, ანუ ლარის გაუფასურება იყო სწორი პილიტიკის ნაწილი. არსებული ეკონომიკური ვითარება საგარეო რყევების შედეგია და არა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი. ეს შიდა ფაქტორი არაა, მაგრამ აუცილებელია ბევრი ვიმუშაოთ ერთად, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ საგარეო რყევების გავლენა ქართულ ეკონომიკაზე“,- განაცხადა აზიმ სადიკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები