ნოდარ ხადური: საქართველოს ეკონიმიკა მართალია ცოტათი, მაგრამ მაინც გაიზრდება

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოში არანაირი ეკონომიკური კრიზისი არ არის. როგორც მთავარმა ფინანსისტმა კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომლის ეკონომიკაც გაიზრდება. განმარტება მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთავრობისთვის შეთავაზებულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გააკეთა.
„საქართველოში არანაირი ეკონომიკური კრიზისი არ არის. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომლის ეკონომიკაც გაიზრდება. მართალია ცოტათი, მაგრამ მაინც გაიზრდება“, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები