ნოდარ ხადური – ჩვენ საქართველოს მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი

“ჩვენ საქართველოს მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი“ – ამ სიტყვებით ეხმაურება ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებას. როგორც ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან და ეკონომიკის მინისტრმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავრობას 5 მარტს წარუდგინეს.

“ჩვენ საქართველოს მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და მთავრობას წარვუდგინეთ კიდეც 5 მარტს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას შეახსენებს, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა აქვთ წარმოსადგენი. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენი მოწვევის მიუხედავად, გაურკვეველ მიზეზთა გამო არ იმყოფებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. შეხვედრის შედეგად საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც 5 მარტს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდებოდა. სამწუხაროდ, ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვინდა შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, წარმოდგენილ იქნას სტაბილიზაციის გეგმა”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები