ლარი კვლავ გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალიდან, 1 დოლარი 2.1740 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსით 1 დოლარის შეძენა 2.1415 ლარად არის შესაძლებელი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან 1 ევროს შეძენა 2.3844 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ მოქმედი კურსი კი 2.3657 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები