ნოდარ ხადური: ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში არასდროს განხორციელებულა

 ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში არასდროს განხორციელებულა და სიზმარშიც არ უნახავს ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა. ფინანსთა მინისტრმა განმარტება გააკეთა 2015 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია. ხადურის თქმით, საქართველოს ეკონომიკაში დაიხარჯება იმდენი თანხა, რამდენიც გათვალისწინებული იყო 2015 წლის ბიუჯეტით.
“ეს მაჩვენებელი მაღალია ყველა წელთან, მათ შორის 2014 წელთან შედარებითაც. მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილშიც არის გადაჭარბებები. ორჯერ მეტია, ვიდრე შარშან და მე მინდა გითხრათ, რომ ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში  არასოდეს არ განხორციელებულა, ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას სიზმარშიც არ უნახავს, ამიტომ მინდა ყველა დავაწყნარო, დავამშვიდო, ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია, რომლის დაწყებაც იგეგმება ინფრასტრუქტურაში, შესრულდება, მიუხედავად იმისა, ამ წუთას რა მდგომარეობაა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გეგმავს ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯების შემცირებას, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეეხება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ ხარჯებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები