ლარი კვლავ გაუფასურდა
ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ დაგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალიდან 1 დოლარის შეძენა 2.1415 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ მოქმედი კურსით 1 დოლარი 2.1078 ლარი ღირდა. ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა და ხვალიდან 1 ევროს შეძენა 2.3657 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ მოქმედი კურსი 2.3443 ლარს შეადგენდა.