ირაკლი ლექვინაძე: ლარის კურსი დოლართან მიმართებაში იმაზე დაბალი იქნება, ვიდრე დღესაა

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში იმაზე დაბალი იქნება, ვიდრე დღეს ფიქსირდება, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, როდესაც კურსი 2,3-მდე იყო, აჟიოტაჟური ნიშნები ფიქსირდებოდა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კი კურსი თავის ახალ ნიშნულს ეძებს.
„მარტი ამ კუთხით გადამჭრელი იქნება, რადგანაც მეტ-ნაკლებად რუსეთ-უკრაინის მიმართლებით გარკვეული სტაბილიზაცია შეინიშნება. იმედი მაქვს, რომ საინვესტიციო პროექტების გააქტიურება ლარის კურსის გამყარების მიმართულებით, დამატებითი ფაქტორი იქნება. უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი, ჯამში კურსი 2, 10-ზე დაბალი იქნება“ – აღნიშნა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, ლარის გამყარება მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბიზნესისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მეორე დღეს კი ამ შეხვედრას, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მოჰყვა. „ბაზარზე სირთულეები არსებობს. მთავარი ფაქტორი ლარის გაუფასურებაში საგარეო შოკებია. პროცესი სწორად რომ ყოფილიყო აღქმული, ბიზნესსა და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია აუცილებელი იყო, რამაც, საბოლოო ჯამში, კურსის აჟიოტაჟური ნაწილი მოხსნა. ეს პროცესი კი უნდა გაგრძელდეს“, -აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, გაურკვევლობაში აჟიოტაჟის ნიშნები წარმოიქმნება. ლარის კურის აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უფასურდებოდა, თუმცა, ბოლო პერიოდში კურსის გამყარების ტენდენცია შეინიშნება. ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2,1 ლარი ღირს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები