გიორგი კვირიკაშვილი: გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება გადასახადების გაზრდას არ აპირებს და ამბობს, რომ პირიქით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს გადასახადების შემცირების კუთხით.
„გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ, პირიქით, სერიოზული განხილვა მიმდინარეობს გადასახადების შემცირების კუთხით. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლიბერალიზაცია გვჭირდება. რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, ჩვენ ინტესიურად ვმუშაობთ ხარჯების შემცირების კუთხით. ამისთვის სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ჩვენ სწორად გავთვალოთ ხარჯები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, მარკ გრიფითსი გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მისიის მიერ შემუშავებული ორი რეკომენდაციით გამოვიდა.
ამ რეკომენდაციების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შეიტანოს, რომელიც გულისხმობს გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, რათა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეიზღუდოს.