ნოდარ ხადური: წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2%-ით შემცირდება

„ალბათ, მოგვიწევს მაკროეკონომიკური პროცესების გადახედვა. ვფიქრობთ, რომ გარე შოკების გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდება“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კოორდინირებულად მუშაობენ და წელს ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები შემცირდება.
მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ საგარეო ფინანსური შოკებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2%-ით შემცირდება.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საკმაოდ საინტერესო საუბრები გვქონდა გასული ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენ კოორდინირებულ მუშაობზე შევთანხმდით, ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები შემცირდება ამ წელს. ალბათ, მოგვიწევს მაკროეკონომიკური პროცესების გადახედვა. ვფიქრობთ, რომ გარე შოკების გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდება“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები