“თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი” 2 მილიონი ლარით დაფინანსდება

თბილისის საკრებულოს მიერ პროექტის მოწონების შემდეგ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე “თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის” შექმნასთან დაკავშირებით განკარგულების პროექტი დამტკიცდა. როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერეკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცენტრის შექმნით მნიშვნელოვანი სტრუქტურა შეიქმნა დედაქალაქში, რომელიც იზრუნებს მეწარმეობის განვითარებისათვის. კერძოდ, იზრუნებს ინვესტიციების მოსაზიდად მცირე მეწარმეებისათვის. მისივე განცხადებით, ცენტრი მერიის ბიუჯეტის გარდამავალი ნაშთიდან 2 მილიონი ლარით დაფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები