„ქართულმა ოცნებამ“ 2014 წელს შემოწირულობის სახით ექვს მილიონზე მეტი მიიღო

„ქართულმა ოცნებამ“ 2014 წელს შემოწირულობის სახით ექვს მილიონზე მეტი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახური აქვეყნებს. მათი ცნობით, მმართველი კოალიციის ანგარიშზე მხოლოდ შემოწირულობის სახით 6 მილიონ 157 ათას 751 ლარი ჩაირიცხა.
“ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულობა ნინო ბურჯანაძის პარტიაზე მოდის. “დემოკრატიულმა მოძრაობამ “ 342 ათას 53 ლარი მიიღო. მესამე პოზიცია დაიკავა ყოფილმა მმართველმა გუნდმა. “ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით 237 ათას 351 ლარი დაირიცხა. მეოთხე და მეხუთე ადგილი“პატრიოტთა“ ალიანსმა და “საქართველოს გზამ“დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები