„ეს არის რუსეთის შეიარაღებული აგრესია მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ“

   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, მისი მოგვარება უნდა მოხდეს ძალიან კონკრეტული ქმედებებით და არა განცხადებებით.
მინდა ყველას ვთხოვო გაითვალისიწნოთ იმ საკითხის სირთულე, რაც უკრაინაშია შექმნილი. საქართველოს ხელისუფლებამ, მისმა ყველა შტომ, პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ სრულიად ცალსახა პოზიცია გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება. ეს არის რუსეთის შეიარაღებული აგრესია მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების და პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის მთავარი მონაპოვარის დარღვევა. ამ საკითხებში არანაირი დამატებითი კითხვა არ არსებობს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, მისი მოგვარება უნდა მოხდეს ძალიან კონკრეტული ქმედებებით და არა განცხადებებით.
“როდესაც ტანკებია დაქოქილი, იქ განცხადებებით ფონს ვერ გავალთ, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ და ყოველწუთიერ რეჟიმში ახორციელებს ქმედებებს იმ ჩარჩოებში, რაც გამოხატულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ეს არის უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ურთიერთობის კუთხით. უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩვენ ვახორციელებთ ყველა შესაძლო ქმედებას და ასევე, ვუზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ეს არ ხდება ძალიან შორს და არ ხდება ისეთი სახელმწიფოს მიერ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვენთან”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები