ლარი დოლარისა და ევროს მიმართ მცირედით გამყარდა
ეროვნული ვალუტა ლარი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ მცირედით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, 3 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1403 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა 2.1654 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0251 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, 3 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.4008 ლარად იქნება შესაძლებელი.