ექსპერტები ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ლარის კურსზე იმსჯელებენ
ექსპერტები ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ლარის კურსზე იმსჯელებენ. მრგვალი მაგიდა სასტუმრო Holiday inn-ში იმართება, თუმცა შეხვედრაზე ჯერჯერობით არ გამოცხადებულან ეროვნული ბანიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეები, ლარის ამჟამინდელი მდგომარეობის გარდა, განიხილავენ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ვალუტის გამყარება ამ კვირაში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.
„ლარის გამყარების ტენდენცია გასული კვირიდან დაიწყო, და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ეკონომიკური გუნდი ბიზნესსექტორს და საბანკო სექტორს შეხვდა. ვფიქრობ, ეს იყო საკმაოდ პოზიტიური სიგნალი ბაზარზე არსებული მოთამაშეებისთვის და ის აჟიოტაჟური კურსი, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, ვფიქრობ, ამის შემდეგ მოიხსნა“, – განაცხადა ლექვინაძემ.