გიორგი მარგველაშვილმა ყველა დედას დედის დღე მიულოცა

     საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დედის დღე ყველა დედას მიულოცა. პრეზიდენტმა დედებს შვილების ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღობა უსურვა. “დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას ჩვენს ქვეყანაში – მათ, ვინც ყველაზე მეტს ზრუნავს მომავალი თაობების აღზრდაზე და ამდენად, საქართველოს ღირსეულ მომავალზე. დღევანდელ დღეს პატივისცემისა და ნუგეშის სიტყვებით მივმართავ იმ დედებს, რომლებმაც განიცადეს ყველაზე მძიმე დანაკლისი, რაც კი შესაძლებელია ადამიანმა გადაიტანოს – ვინც სხვადასხვა გარემოებაში დაკარგა შვილები. მოწიწებით ვიხრი ქედს საქართველოს ერთიანობისა და ნათელი მომავლისათვის შეწირულ გმირთა დედების წინაშე. ყველა დედას ვუსურვებ უმთავრესს მათ ცხოვრებაში – შვილების ჯანმრთელობას, წარმატებასა და კეთილდღეობას”,- აღნიშნულია პრეზიდენტის მისალოც ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები