უკრაინის კრიზისის გამო შტეფან ფულეს საქართველოში ვიზიტი გადაიდო
საქართველოში გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, შტეფან ფულეს ვიზიტი უკრაინის კრიზისის გამო 24 საათით გადაიდო. როგორც „კვირას“ საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში განუცხადეს, ხვალ უკრაინის კრიზისზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართება, რომელსაც შტეფან ფულეც უნდა დაესწროს. შესაბამისად, ევროკომისრის საქართველოში ვიზიტი დაგვიანებით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისარი ფულე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.