ნიკა მელია: თბილისელობა პრაქტიკულად პროფესიაა

  პოლიტიკოსი არ ვარ და არ გპირდებით, რომ ცხარე დებატებში ბეჭებზე დავცემ ჩემს ოპონენტს,- ამის შესახებ თბილისის მერის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, მისი საქმე თბილისელებთან სიახლოვე იქნება.
“ჩემი საქმე თბილისელებთან სიახლოვე იქნება. არა მხოლოდ გაჭირვებულ თბილისელებთან, არამედ – ნებისმიერთან, ვინც ურთიერთობას საჭიროებს. თბილისელობა პრაქტიკულად პროფესიაა, შეიძლება არ დაიბადო, არ გაიზარდო თბილისში, მაგრამ თბილისელად ჩამოყალიბდე. პირიქითაც შეიძლება, თბილისში დაიბადო და არ შედგე თბილისელად. დღეს ბევრია, ვინც – თბილისში დადის და თბილისს ვერ პოულობს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები