„მაპის მინიჭების შემდეგ, რუსეთი საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლის“

    რუსეთი აუცილებლად შეიცვლის დამოკიდებულებას, როდესაც დაინახავს, რომ საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ შეუქცევადია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა თემაზე: „საქართველო, ევროპული უსაფრთხოების აქტორი“. „მხოლოდ ჩვენი აქტივობა, მხოლოდ ჩვენი ნება, საკმარისი არ არის. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ნატოს შემდგომ სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მიცემა სწორედ ის სიგნალები იქნება, რის შემდეგაც რუსეთი აუცილებლად შეიცვლის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, როგორც ეს მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ალასანიამ კონფერენციაზე სიტყვით გამიოსვლისას. შესავალ სიტყვაში თავდაცვის მინისტრი საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო, ხაზი გაუსვა საქართველოს როლსა და შესაძლებლობებს, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის აუცილებლობასა და პერსპექტივებს. თავდაცვის მინისტრმა ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს არის გარკვეულწილად მორალური მოვალეობა ჩვენთვის, რადგან საქართველომ 90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო კონფლიქტი, ეთნიკური წმენდა გამოიარა. მაშინ ევროპის არც ერთი სახელმწიფო არ ჩარეულა ამ კონფლიქტში. დღეს, როცა ჩვენ შეგვიძლია და სადაც შეგვიძლია, მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში, რათა შევაჩეროთ კონფლიქტი და ავიცილოთ გენოციდი,“ – განაცხადა თავდცვის მინისტრმა.
ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ნატოს სამოქმედო გეგმის მიღება ის აუცილებელი ინსტრუმენტებია, რაც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმარება. მინისტრის აზრით, შეხვედრაზე მკაფიოდ გაესვა ხაზი ფაქტს, რომ საქართველო ხდება მნიშვენელოვანი ნაწილი ევროპის უსაფრთხოებაში სისტემაში, რაც განპირობებულია როგორც მისი სტრატეგიული მდებარეობით, ასევე, სამხედრო მისიებში შეტანილი წვლილით. შეხვედრა ევროპის პროგნოზირებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (IPSE) დირექტორმა ემანუელ დიუპუიმ გახსნა. ღონიძიებას საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონეც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები