„ნაციონალური მოძრაობა“ დაბალი ნდობის მანდატის პოლიტიკური ძალაა“

  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დღეს გამართულ “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას ეხმაურება. დავით ნარმანია აცხადებს, რომ უმცირესობამ ის მანდატი და ნდობა, რაც გააჩნდა, გაანიავა.
“ვთქვათ, მათ ეყოლებათ კანდიდატი, რომელიც რაღაცა ხმებს მიიღებს. თუმცა, ეს არ იქნება ძალიან სერიოზული, რადგან ძალიან დაბალი პოლიტიკური რეიტინგისა და ნდობის მანდატის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც თავისი საძაგლობები ამოწურა. ძალიან დიდი მანდატის ნდობა ჰქონდათ რევოლუციის შემდეგ, რომელიც მოახერხეს და ძალიან სწრაფად გაანიავეს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები