„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა გახდა

  “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის კონფერენციის წევრებმა პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიგი უგულავა აირჩიეს. დედაქალაქის ყოფილი მერი პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მეორე ვადით გახდა, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატი გიორგი მელაძეა.
“ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერში, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის მერობის კანდიდატის გამოვლენას, გიგი უგულავა მონაწილეობას არ მიიღებს. პრაიმერში მონაწილეობას ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები