აჭარაში ახალი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა
აჭარაში ახალი პოლიტიკური პარტია “ერთიანობის დარბაზი” დაფუძნდა. პარტიის პრეზენტაციას 800-მდე მხარდამჭერი დაესწრო.
„ერთიანობის დარბაზს“ მერაბ ხიმშიაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს.
პარტიის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არჩევნები გახდა, რადგან, კანონის თანახმად, მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ.
„ერთიანობის დარბაზის“ წევრები მიიჩნევენ, რომ ახალი პარტია რეგიონში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა იქნება.