„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარაში თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დასახელებამდე პარტიაში ადგილობრივი ორგანიზაციების ახალ თავმჯდომარეებს ირჩევენ.
პრაიმერის გზით დელეგატებმა ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე აირჩიეს. მას მხარი 228-მა დელეგატმა დაუჭირა.
კირთაძის კონკურენტ ნოდარ დუმბაძეს ხმა 85-მა დელეგატმა მისცა. პარტიის წევრების შეკრებას პარლამენტარი დავით საყვარელიძე და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ესწრებოდნენ. პრაიმერისი უკვე ჩატარდა ქობულეთსა და ხელვაჩაურში.