თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს  ელექტრომომარაგება შეეზღუდება. სააქციო საზოგადოება “თელასის” ცნობით, აღნიშნული ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებს უკავშირდება.
11 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონში. კერძოდ, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის საკრებულოს დასახლების და მხატვართა დასახლების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე დიუმას, პუშკინის, ვერცხლის, ავლევის, ყავლაშვილის და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, სამტრედიის და გუდაუთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, ბენაშვილის, ახალციხის, ოსიაურის, იაროსლავის და ლენტეხის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიციის, ენუქიძის, ქიზიყის და ქაიროს ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, სარემონტო სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. “თელასის” ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები