2014 წელს კომპანია „ნატახტარმა“ 100 მილიონი ლიტრი პროდუქცია აწარმოა და გაყიდა
კომპანია „ნატახტარმა“ 2014 წელს რეკორდული რაოდენობის პროდუქცია აწარმოა და გაყიდა 100 მილიონ ლიტრზე მეტი, რაც საქართველოს ლუდის ბაზრისთვის უნიკალური მაჩვენებელია.
100 მილიონი ლიტრის გაყიდვა კომპანიის მიერ არჩეული სტრატეგიის ეფექტიანობამ, სტაბილურმა ხარისხმა და მომხმარებლის ერთგულებამ განაპირობა. ამასთან, ეს უტყუარი დასტურია იმისა, რომ „ნატახტარის“ პროდუქცია უყვარს მომხმარებელს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
2010 წლიდან კომპანიაში დაიწყო გადაიარაღება და საწარმოო სიმძლავრეების ზრდა და თანდათან განახლდა ჩამოსასხმელი ხაზები, აშენდა დამატებითი სახარში განყოფილება, გაიზარდა ლუდის შემნახველი რეზერვუარების რაოდენობა და მოცულობა.
დღეისათვის კომპანია წარმადობის კუთხით სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ბაზრის მოთხოვნას წლის ყველაზე ცხელ მონაკვეთშიც კი.
კომპანიის პრიორიტეტია, გაითვალისწინოს სურსათის უვნებლობის, ჯანმრთელობისა და თანამშრომელთა კეთილდღეობის საერთაშორისო სტანდარტები. შესაბამისად, ნატახტარი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც აქვს ყველა არსებული ISO სტანდარტი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩვენი პროდუქტის გამორჩეულობასა და უნიკალურობას.
კომპანია შემდეგ საერთაშორისო სტანდარტების დამადასტურებელი სერტიფიკატების მფლობელია: ISO 9001 (ხარისხის მართვის სისტემა); ISO 22000 (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა); ISO 17025 (ლაბორატორიის კომპეტენციისა და კალიბრაციის ზოგადი მოთხოვნები); HACCP (რისკის ანალიზი და კრიტიკული წერტილების კონტროლი); ISO 50001 (ენერგიის მართვის სისტემები) და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია OHSAS 18001 (ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა). კომპანია „ნატახტარი“ ზრუნავს განვითარებაზე ტექნიკური, ტექნოლოგიური და პროფესიული მიმართულებით.
ამისთვის ყოველწლიურად მილიონობით დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. კომპანია ამაყობს პროფესიონალთა გუნდით და წარმატებული პროექტებით. წარმოების მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის სტაბილურობის აღიარებაა 2014 წელს ბორდოში (საფრანგეთში) მიღებული „მონდ სელექშენის“ (Monde Selection) ბრიუსელის ოქროს მედალიც. 2014 წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო.
“ნატახტარმა” მომხმარებლებს შესთავაზა საქართველოში ლიცენზიით წარმოებული – კარგად ნაცნობი ჩეხური ბრენდი „კოზელი“, გერმანული ბრენდი „ჰერენჰოიზერი“ და ასევე გერმანული (ბავარიული), მაგრამ განახლებული „კაიზერი“. წარმატებულია ლიმონათიც, 35 %-ით გაიზარდა ექსპორტის მოცულობა. ლიმონათის ექსპორტი 20 ქვეყანაში ხორციელდება.
შეგახსენებთ, „ნატახტარი“ 2005 წლიდან აწარმოებს ლუდსა და ლიმონათს. 2008 წლიდან მან უკვე მოიპოვა ლუდის ბაზრის 50%-ზე მეტი წილი და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.