საკრებულოში, მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომაზე 74 საკითხი განიხილეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომაზე 74 საკითხი განიხილეს.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა, რომელსაც ბექა ნაცვლიშვილი თავმჯდომარეობდა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 74 საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომას, დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ასევე, ის მოქალაქეები, რომლებმაც კომისიას მიწის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართეს.
თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა, ტრადიციისამებრ, ყოველ სამშაბათს იმართება, სადაც დაახლოებით ასამდე მოქალაქის განცხადება იხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები