თამაზ ორაშვილი სს “ქართული ფილმის თანამშრომლებისთვის” წინა ხელისუფლების მიერ წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს

სს “ქართული ფილმის თანამშრომლების” სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი თამაზ ორაშვილი, სააქციო საზოგადოებისთვის წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვს და აქციონერთა კრების მოწვევის ინიციატივით გამოდის. მას სამეთვალყურეო საბჭოს დაბალანსება სურს და აცხადებს, რომ კინოცენტრის დირექტორად უკანონოდ დანიშნულმა ამერიკის მოქალაქემ, ვინმე გელა ენდრიუს სულმა 50 პროფესიონალი კინემატოგრაფისტი სამსახურის გარეშე დატოვა. კინოცენტრის ამჟამინდელ დირექტორს “ქართული ფილმის”  ასაღორძინებლად საჭირო გეგმა დღესაც არ შეუმუშავებია.

“პატივცემულო კოლეგებო, ძალიან გთხოვთ, ნუ შეგყავთ ჩვენთვის ღრმად პატივცემული კინემატოგრაფისტები შეცდომაში… თავის დროზე თქვენ დაუშვით გამოუსწორებელი შეცდომა… როცა ლეგიტიმურად ქართული ფილმს მართავდნენ სააქციო საზოგადოების მიერ შერჩეული კადრები. ამ დროს თქვენ შექმენით ალტერნატიული 9 -კაციანი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაქვემდებარებული იყო ეკონომიკის სამინისტროსთან….

თქვენ უაპელაციოდ მოხსენით ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული კინოცენტრის დირექტორი და დანიშნეთ ამერიკელი მოქალაქე, ვინმე გელა ენდრიუს სული… ადამიანი, რომელმაც არ იცოდა, ვინ იყო გიორგი შენგელაია, არ იცოდა, ვინ იყვნენ ოთარ იოსელიანი, მიშა კობახიძე, დიტო ცინცაძე, ელდარ შენგელაია და ა.შ. ამ ადამიანმა დაახლოებით 50 პროფესიონალი კინემატოგრაფისტი გაანთავისუფლა ქართული ფილმიდან…. მას 3 თვეში უნდა დაედო ქართული ფილმის განვითარების გეგმა… მაგრამ გავიდა 19 თვე და განვითარების გეგმის მაგივრად მან ჩამოშალა ქართული ფილმი…

ჩვენ 19 თვის განმავლობაში ბრძოლა არ შეგვიჩერებია… ჩვენ გვქონდა შეხვედრები ეკონომიკის მინისტრთან, ოთხი თვის განმავლობაში ვმუშაობდით ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ნათია მიქელაძესთან… ჩვენი თემა იყო წინა ხელისუფლების მიერ თაღლითური გზით წართმეული ქონების უკან დაბრუნება… ყველა დოკუმენტი იყო გამზადებული ჩვენი ქონების გადმოსაცემად…. ამას მინისტრიც არ უარყოფს, რომ ის ქონება, რაც თაღლითურად იყო წართმეული წინა ხელისუფლების მიერ, უკან გვიბრუნებდნენ….. მაგრამ თქვენთან ვერ მოხერხდა შეთანხმება… შეგიძლიათ ჰკითხოთ ეკონომიკის მინისტრს, ის დაგიდასტურებთ…..

მას მერე, როცა თქვენთან ვერ მოხდა შეთანხმება, ჩვენ გავაგრძელეთ სამართლებლივი ბრძოლა… შეხვედრები გვქონდა კულტურის მინისტრ ოდიშარიასთან. მას მერე მიხეილ გიორგაძესთან, ასევე ვიყავით დეპუტატებთან: ეკა ბესელიასთან და ზაზა პაპუაშვილთან… გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან…. გვქონდა უამრავი ბრიფინგი და სატელევიზიო გამოსვლა… შემდეგ კი მთავრობამ შექმნა სახელმწიფო კომისია ქართული ფილმის პრობლემებთან დაკავშირებით….. რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ 5 მინისტრი და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი (ეს კარგად იცის გიორგი ოვაშვილმა… ის ესწრებოდა ამ კომისიის სხდომას)…. ასე, რომ, ძვირფასო კოლეგებო, მოგმართავთ თხოვნით, ერთადერთი მმართველი ორგანო არის სს “ქართული ფილმის თანამშრომლები”. მას ჰყავს სამეთვალურეო საბჭო და დირექტორი…. ერთად მოვთხოვოთ სახელმწიფოს ჩვენი ქონების დაბრუნება (ნამდვილად ვიცი, თუკი იქნება კინემატოგრაფისტების ნება, სახელმწიფო წინააღმდეგი არ იქნება ქონების დაბრუნებაზე), მერე მოვიწვიოთ აქციონერთა კრება და ვისაუბროთ, როგორ დავაბალანსოთ სამეთვაყურეო საბჭო… მას შემდეგ სახელმწიფოსთან ერთად შევქმნათ კომისია და ჩავატაროთ კონკურსი ქართული ფილმის მართვის თაობაზე… ამას ალტერნატივა არ გააჩნია. თხოვნა მექნება. რომ გაითვალისწინოთ….
პატივისცემით სს “ქართული ფილმის თანამშრომლების” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დირექტორი თამაზ ორაშვილი… დროა დავიბრუნოთ ჩვენი ქონება …..კინო კინემატოგარფისტებს ეკუთვნის…”, – წერს ორაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები