ჩინეთში ბიზნესმენი სიკვდილით დასაჯეს
ჩინეთის ერთ-ერთ პროვინცია ხუბეიში, კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, მილიონერი ლიუ ჰანი სიკვდილით დასაჯეს. მის დაარსებულ კრიმინალურ დაჯგუფებას სუჩუანის პროვინციაში ბრალად 9 ადამიანის მკვლელობა ედებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ადგილობრივ მეწარმეებს აშანტაჟებდნენ და ფულსაც სძალავდნენ. „ფორბსის“ მონაცემებით, 2012 წელს ლიუ ხანი ჩინეთის უმდიდრეს ადამიანებს შორის 230-ე ადგილს იკავებდა. 2012 წლის შემდეგ ის საპატიმროში იმყოფებოდა. მას ბრალი მე-13 მუხლით წაუყენეს. დღეს ჩინეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის სიკვდილით დასაჯა.