გასული ღამის განმავლობაში დონეცკში 8 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გასული ღამის განმავლობაში დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის – 2 ქალი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება დასახლებულ პუნქტში მოხდა, რადგან სეპარატისტებმა იერიში პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს.
როგორც საინფორმაციო საშუალება “რია. ნოვოსტი”იუწყება, ომის დაწყების დღიდან აღმოსავლეთ უკრაინაში გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა რამდენჯერმე აჭარბებს გარდაცვლილი მეომრების რაოდენობას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილია 1200 ჯარისკაცი და 5400 მშვიდობიანი მოქალაქე.