ჯენიფერ ფსაკი: რუსეთთან ომის პროვოცირება არავის სურს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენიფერ ფსაკიმ „Deutsche Welle“-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან უკრაინის არსებული საომარი კონფლიქტის თაობაზე ისაუბრა.
კითხვაზე – უკრაინის უმაღლესი რადას კვალდაკვალ, თვლის თუ არა აშშ რუსეთს აგრესორ-ქვეყნად? ფსაკიმ უპასუხა, რომ თეთრი სახლი იარლიყების ჩამოკიდებისკენ არ მიისწრაფვის. მაგრამ, ამასთან, ვაშინგტონი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს „აგრესიულად და უკანონოდ“ მიიჩნევს.
„უკრაინის კრიზისის საომარი გზით გადაწყვეტისკენ არავინ მიიღწვის და რუსეთთან ომის პროვოცირება არავის სურს“ – ხაზი გაუსვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მისი სიტყვებით, მიუნხენის კონფერენცია უკრაინის აღმოსავლეთში საომარი კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებისკენაა მიმართული.
„არავის სურს დაძაბულობის გამწვავება, ჩვენ ამ დაძაბულობის მოხსნა გვსურს. ჩვენი მიზანი – რუსეთის ქმედებების შეცვალაა“ – განაცხადა ფსაკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები