დღეს დავითობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
დავით მეფე დაიბადა 1073 წელს. 1089 წელს 16 წლის დავითს მამამ მეფე გიორგიმ თავად დაადგა მეფობის გვირგვინი.
დავით IV ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი იყო, მოახერხა თურქ-სელჩუკთაქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა.
დავით აღმაშენებელი 1125 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მის მიერვე აგებულ გელათის მონასტრის სამხრეთის კართან. მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები