თარგამაძე ხიდაშელს პასუხობს: უამრავ რამეს გეტყოდით…

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე თინა ხიდაშელის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ხიდაშელი აცხადებს რომ რატიანისგან მოსმენილი განცხადება თარგამაძისგან რომ მოესმინა არ გაუკვირდებოდა.
გივი თარგამაძეს მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მასთან დებატებში მინაწილეობა არ სურს.
„ჩემთან დებატებზე დაჯდომის, რომ არ გეშინოდეთ და ფეხებს რომ არ აფიჩინებდეთ, უამრავ რამეს გეტყოდით, რაზეც პასუხი არ გაქვთ, სასამართლომდე ადამიანის დახვრეტა რომ მოგნატრებიათ ვითომ ევროპულად მოაზროვნეს და ოჯახურად ქართველი მამის ეტალონად 70 წლის ცოლ-ქმრის დამაუთავებელი რომ მიგაჩნიათ“, – წერს გივი თარგამაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელის განცხადებით, იგი არ ელოდა სერგო რატიანისგან იმ განცხადებას, რაც გუშინ გადაცემაში „რეაქციაში“ გაახმაურა. თუმცა, თინა ხიდაშელს არ გაუკვირვებდა ანალოგიური განცხადება, რომ გივი თარგამაძისგან მოესმინა. „ისაო, როგორ თქვა უუნაროები ხართ ცემაც არ იცითო ჩვენ უფრო მაგრად ვცემეთ გელაშვილი ვიდრე თქვენ წიკლაურიო, ნახეთ რა მაგრები ვართო, აი ამას კი არ ველოდი სერგოსგან, თორემ ეხლა გივის რომ ეთქვა იქნებ არც კი გამკვირვებოდა“, – წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან – თინა ხიდაშელი და უმცირესობიდან – სერგო რატიანი გადაცემაში „რეაქცია“ ერთმანეთის პირისპირ დებატებში მიიწვიეს. სერგო რატიანმა “ქართული ოცნება“ უუნარობაში დაადანაშაულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები