ვალერი გელაშვილი: ჩემზე თავდასხმაში მონაწილე სპეცრაზმელებმა ბოდიში მომიხადეს

დეპუტატი ვალერი გელაშვილი აცხადებს, რომ ის პროკურატურაში იმ სპეცრაზმელებს შეხვდა, რომლებიც მის ცემაში მონაწილეობდნენ.
გელაშვილის განმარტებითვე, სპეცრაზმელებმა მას ბოდიში მოუხადეს.
ეს განცხადება მან საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც მისი ცემის საქმეზე განხილვა დასრულდა. სხდომაზე მოწმეები დაჰკითხეს, მათ შორის იყო თავად ვალერი გელაშვილიც.
გელაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრას, რომელიც პროკურატურაში გაიმართა, მთავარი პროკურორის მოადგილე და საქმის სხვა გამომძიებლებიც ესწრებოდნენ.
“სპეცრაზმელები, რომლებმაც მე სიკვდილის პირამდე მცემეს, სხვა ადგილას შეხვედრაზე არც დამთანხმდებოდნენ. ისინიც ადამიანები არიან და აქვთ პირადი სფერო. ისინი პროკურატურაში შეხვედრაზე თანამდებობის პირებთან ერთად დამთანხმდებოდნენ. რომლებმაც ადამიანი სიკვდილის პირამდე სცემეს და თავი გაუჩეჩქვეს, იმათი ფსიქოლოგია გასაგებია, გამწარებულმა გელაშვილმა რაიმე არ მოიმოქმედოსო“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
ვალერი გელაშვილის სკანდალური განცხადება დაცვის მხარემ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ მოწმეებზე ზეწოლა ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები