გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის დაკავებასთან დაკავშირებით, შსს-მ რამდენიმე წუთის წინ ვიდეომასალა გაავრცელა. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დიმა ხაჩიაშვილი პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ბრალდებით, ბათუმში, პუშიკინის ქუჩაზე დააკავეს.
გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი დააკავეს (ვიდეო)
