ბრალდებული გულბიანი: ვამაყობ, რომ სპერაზმში ვმუშაობდი

ვამაყობ, რომ სპერაზმში ვმუშაობდი, – ამის შესახებ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა კახა ნაკანმა განაცხადა. იგი არ ეთანხმება პროკურატურის პოზიციას, რომ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების პირობებში გამოძიებას მიემალება.
“ვამაყობ, რომ სპერაზმში ვმუშაობდი და ვამაყობ ამ ბიჭებით. მე 1996 წლიდან ვნუშაობ სპეცრაზმში. ვარ ომის მონაწილე. ჩემს კაცობაში არ მოსულა, რომ დავიმალო”,- განაცხადა ნაკანმა.
კიდევ ერთი ბრალდებულის გიორგი გულბიანის განცხადებით, ის პირები, ვინც დღეს ბრალდებულის სკამზე სხედან, ვაჟკაცები არიან.
“ღმერთმა აცხონოს გარდაცვლილი ვაზაგაშვილი და მამამისი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიმალებით. ჩვენ სხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობთ და არ შეგვიძლოა, ჩვენს ქვეყანას სულში ჩავაფურთხოთ. გთხოვთ, მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და რაც გვეკუთვნის, ის მოგვისაჯეთ”, – მიმართა მოსამართლეს გიორგი გულბიანმა.
ბრალდებულების ადვოკატები ითხოვენ, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს პროკურატურის პატიმრობის შუამდგომლობა და დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები