თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების დანაგვიანებისთვის ჯარიმები დაწესდება

თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების დანაგვიანებისთვის ჯარიმები დაწესდება. როგორც დღეს თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა, მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასვლელების დასუფთავება.
მან მოქალაქეებს მიმართა, დაიცვან კანონი და არ მოახდინონ მიწისქვეშა გადასასვლელების დაბინძურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ჯარიმა დაეკისრებათ. კერძოდ, როგორც დედაქალაქის მერმა ნარმანიამ განმარტა, ზოგიერთ საზოგადოებრივ ადგილას, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა სახის პლაკატებისა და საინფორმაციო მასალების განთავსება გამოიწვევს, პირველ შემთხვევაში, 50-ლარიან ჯარიმას, ხოლო, განმეორების შემთხვევაში, 500-ლარიან ჯარიმას.
მისვე განმარტებით, ჯარიმა უფრო დიდია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ასეთი განცხადების განთავსების შემთხვევაში, კერძოდ, პირი პირველ შემთხვევაში 1 000-ლარიანი ჯარიმით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 2 000 ლარით დაჯარიმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები