სოსო რობაქიძე: თუ ჩემი შვილი ბანდიტი იყო რატომ თქვეს, რომ იარაღი გაუვარდათ

თუ ჩემი შვილი ბანდიტი იყო რატომ თქვეს, რომ იარაღი გაუვარდათ, – აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ გააკეთა.

“მიქაძეს, რომელსაც ხელში ავტომატი უჭირავს და იძახის, რომ ბანდიტს გავუკეთეთ ლიკვიდაციაო, თუ ბანდიტი იყო რატომ გაუვარდათ მაშინ? გესმით? მაშინ ეთქვათ თავიდანვე, რომ პატიოსანი იყო და გაგვივარდაო. მერე მოიგონეს, რომ თურმე მანქანა ძიებაში იყო და სპეცოპერაცია დაარქვეს”, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
მისივე თქმით, პოლიციელებს ტყვია კი არ გაუვარდათ, ბიჭების დახოცვა უნდოდათ.
“ახლა სპეცოპერაცია დაარქვეს და გაუვარდათ ტყვია თურმე. მერე რა გაგივარდათ, 3-5 ბიჭის დაპატიმრება – ეგეც გაგივარდათ?! არაკაცურად ბავშვს რომ არ უშველეთ, ეგეც გაგივარდათ?! ერთი მე გამივარდება და გაჩვენებ მერე, ნახევარი საათი რომ არ გიშველის არავინ და როგორ იქნება, მიიღოს ეს ყველამ თავის თავზე. თუ გაგივარდათ, შტერი პოლიციელები ყოფილხართ და მაგაზეც დასაჭერი ხართ”, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები