პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ქუთაისში გაიმართება

პარლამენტი საგაზაფხულო სესიას იწყებს. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ 13.00 საათზე გაიმართება. სესია ქუთაისში სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება. პარლამენტი მუშაობას იმ კანონპროექტებზე მსჯელობით იწყებს, რომელთა თავდაპირველი განხილვა საშემოდგომო სერიაზე შედგა. მათ შორისაა “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” კანონპროექტი, რომლითაც პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება.
პარლამენტი სავარაუდოდ მიმდინარე კვირის განმავლობაში საკადრო გადაწყვეტილებასაც მიიღებს, რაც თავის მხრივ ცესკოს სამ ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების დამტკიცებას და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევას ეხება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე ხვალ, პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები