ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა

დღეს, 3 თებერვალს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. მის საფლავთან ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. საფლავზე სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც აღევლინა.
ზურაბ ჟვანია ცხედარი 2005 წლის 3 თებერვალს პირადი დაცვის წევრებმა, თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. მასთან ერთად ბინაში გარდაცვლილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რაულ უსუპოვი იპოვეს. მათი გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა დასახელდა. თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.
ზურაბ ჟვანია, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გახდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი 2004 წლის 17 თებერვალს დაამტკცდა.
თუმცა მანამდე ჟვანია, 1988 წელს, მოძრაობა “საქართველოს მწვანეების” პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს. 1992 წელს კი გახდა ევროპელ “მწვანეთა” პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად. ასევე, 1995 და 1999 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო. იგი 2001 წლის ოქტომბერში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და 2002 წლის ივლისში თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია “გაერთიანებული დემოკრატები”. ზურაბ ჟვანია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები